Sunday, October 6, 2019

მაია ცერცვაძე 
იყო ორბელიანების... სამოსახლო -
ორბელიანთუბანი

დაიბეჭდა ჟურნალში „ლიტერატურა და ხელოვნება“, 2010 წლის მაისი, #5 (53)

წინაპართაგან წავიდა ყველა,
 სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“.
გალაკტიონი

მე ვდგევარ მთაზემე ვდგევარ მარტო,
                          დამთვრალი ახალ სანახავითა,
                          რითი გაგართოროგორ გაგართო?
                         ჩემო იარალიის დრო წავიდა!
გალაკტიონი


საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ სახელგანთქმულ და პატივდებულ ორბელიანთაიგივე ყაფლანიშვილთა საგვარეულოს თბილისში ბევრი სამოსახლო ადგილი ჰქონდაორბელიანები ქალაქის ცენტრში ბატონის მოედანთანსიონსა და ანჩისხატს შორის (ამჟამინდელი ერეკლეს მოედნის სამხრეთითცხოვრობდნენ და მოედნის ჩრდილო-დასავლეთითა და დასავლეთითაც სახლდებოდნენუმთავრესად მდინარე მტკვრის სიახლოვესდღევანდელი გიორგი ათონელის ქუჩის მიდამოებშიეს ადგილები XVIII საუკუნის შუახანებამდე სამეფო საკუთრებას წარმოადგენდაშემორჩენილი წყალობის წიგნის მიხედვით 1751 წელს ისინი მეფე თეიმურაზ მეორეს სარდალ რევაზ ორბელიანისათვის უჩუქებია. XVIII საუკუნის ბოლოს ორბელიანებს ეკუთვნოდათ ტერიტორია ყაბახსა (ყოფილი ალექსანდრესდღევანდელი 9 აპრილის სახელობის ბაღიდა მტკვარს შუა.
თბილისში ძველთაგანვე ორბელიანების საკუთრებას შეადგენდა აგრეთვე მტკვარზე ქალაქის ფარგლებში არსებულ კუნძულებს შორის სიდიდით გამორჩეული ორბელიანის კუნძულიბაღებით დაფარული ეს კუნძულირომელსაც ვახუშტი იხსენიებს სახელწოდებით ახალი ბაღი მეიდნისადღევანდელი სანაპირო ტრასის ადგილზე მშრალი ხიდის (ყოფილი მიხეილის მცირე ხიდიაგებული ჯოვანი სკუდიერის მიერ 1849-1851 წ.წ.ქვეშ  მტკვრის ორ განშტოებას შორის იყო მოქცეულიმეფე ერეკლე მეორის სიძემსარდალმა და სახლთუხუცესმა დავით ორბელიანმა (1716-1796) მტკვრის ტოტი გააღრმავაშემდგომში მისმა მემკვიდრეებმა კუნძული ოჯახის მეგობარს გენერალ ვალერიან მადათოვს მიჰყიდესამ დროიდან თბილისელები ყოფილ ორბელიანის კუნძულს მადათოვისას უწოდებდნენახალი პატრონების ხელში იქაურობა თანდათან გაპარტახებულაბაღებიც აჩეხილა და მათი ადგილი წვრილ საწარმოებს დაუკავებია. 1933 წელს მტკვრის მარჯვენა ნაპირის საყრდენი კედლის ამოყვანისას მტკვრის ტოტი ამოაშრესკუნძული გაქრა და ქალაქის სახმელეთო ნაწილს შეუერთდადღეს ყოფილ კუნძულზე სანაპირო ქუჩასა და მტკვარს შორის ბაღებია გაშენებული.
კუნძული ხიდით უკავშირდებოდა მაშინდელ ალექსანდრეს ბაღსა და გალავანშემორტყმულ ორბელიანთა სამოსახლოს - ორბელიანთუბანს ანუ ორბელიანთ აულსროგორც მას უწოდებდნენორბელიანთუბანი მეცხრამეტე საუკუნის ძველთბილისურ დასახლებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულიაისტორიულ ტოპონიმად ის ამ საუკუნის დასაწყისიდან იხსენიებაიქმტკვრის ტოტის გადაღმა იდგა ორბელიანების სასახლე და ყაფლანიანთ საგვარეულო ეკლესიაეკლესიაშირომელსაც შიდა მხატვრობა არ ჰქონიადიდხანს მსახურობდა ორბელიანებთან კეთილგანწყობილი მღვდელი ბესარიონ ზედგინიძედღეისათვის ამ ადგილას შემორჩენილია გასული საუკუნის საცხოვრებელი სახლები.
ორბელიანთუბანი გარეთუბანში მდებარეობდა და მის ერთ-ერთ მიკროუბანს შეადგენდა. 
არც დღეს გავალ გარეთუბანს“ ათქმევინებს სალომე[1]  ორბელიანს გამიჯნურებულ ბეჟანა მკერვალს გრიგოლ ორბელიანი მუხამბაზში (არავისთვის მე დღეს არა მცალიან). გარეთუბნის ასახსნელად პოეტს ლექსისთვის შენიშვნის სახით მიუწერიასადაცა ცხოვრობდნენ ორბელიანნი“- ო.
გრიგოლ ორბელიანი
გარეთუბანიგარეუბანიფეოდალური ხანის თბილისის გალავნით შემოფარგლულ ნაწილს გარეთ მდებარე ერთ-ერთი უბანია მტკვრის მარჯვენა ნაპირზეკალას ჩრდილოეთითა და დასავლეთითვახუშტი გადმოგვცემსზღუდეს გარეთ უხმობენ აწ გარეთუბანსსადაც არს ასპარეზი (ასპარეზიშემდგომში ყაბახიდღევანდელი 9 აპრილის სახელობის ბაღი(ვახუშტი ბაგრატიონიაღწერა სამეფოსა საქართველოსაქართული მწერლობა. 8 გვ.74).
ალექსანდრე ჯამბაკურორბელიანის გადმოცემით ნახსენები ზღუდე ანუ ქვითკირის გალავანიერმოლოვის ბრძანებით დაუნგრევიათშემუსრა მთავარმართებელმა ღენერალ ერმოლოვმა 1824 თუ 1823 წელსა... ბოლო დროს დაქცევის მიზეზისა ხმა გამოვიდაასეთი მშვიდობა მოახდინა ღენერალ ერმოლოვმარომ საჭიროდ აღარა რაცხდა საქართველოში ციხეებსაო (ძველი მოზღუდვილობა ტფილისისასაქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაალალექსანდრე ჯამბაკურორბელიანის არქივი). 
ქართლ-ახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქალაქის ტერიტორია სამ ნაწილად დაიყომე19 საუკუნის დასაწყისის თბილისის აღწერის მიხედვითრომელიც ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძის პირად ფონდში აღმოჩნდაამ სამიდან ერთ-ერთი არის წოდებული გარეთუბნადაქ იყო და არსცა დღეს ჰოსიანთ მონასტერისახელდებული ვანქად (დღევანდელი გრორბელიანის მოედნის სიახლოვეს მდგარი XIV-XVI სს სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძარი ფაშა-ვანქი), სასახლენი თავადთადუქნებიახლად აშენებული ქარვასლა ზუბალოვისაესე გარემოზღუდვილ არს მთითა კლდიანითა და მდინარის მტკვრისა“ (საქართველოს ეროვნული არქივი).
ილია ორბელიანი
გარეუბანში აგებდნენ ევროპული ტიპის შენობებსუბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). 1859 წელს ადრინდელი ყაბახის ადგილას გაშენდა ბაღიამ დროისათვის გარეუბანი ახლანდელი ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეუბანი აღარ იხსენიებამისი ტერიტორია დღეს თავისუფლების მოედნისბარათაშვილის ქუჩისრუსთაველის პროსპექტისჭანტურიას ქუჩასა და მტკვარს შორის მიდამოებშია მოქცეული.
გარეუბანი იყოფოდა შედარებით მცირეუბნებადმუხრანბატონიანთ უბანივანქის უბანი[2]ორბელიანთუბანი და შუა კარის უბანიორბელიანთუბანი გაშლილი იყო ვანქის უბნის  გვერდზემტკვრის აღმადღევანდელი ორბელიანის ქუჩის მიდამოებშიჩრდილო-აღმოსავლეთიდან იგი მტკვარს ესაზღვრებოდასამხრეთ-აღმოსავლეთიდან მცირე ხევით გამოყოფილი იყო ვანქის მონასტრის გალავნისაგანდასავლეთით „გარეთუბნის მეიდნამდე“ ანუ ყაბახამდე აღწევდა.
ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავი თავის მემუარებში იხსენებს:  „ორბელიანთ საგვარეულო ცხოვრობდა მტკვრის პირას[.] ალექსანდროვსკის ბაღის პირდაპირ ჩადიოდა ვიწრო ქუჩარომელსაც უწოდებდნენ ორბელიანთ აულსიქ ცხოვრობდნენპაპა ჩემი ყაფლან[3] [,] ბიძაჩემი გრიგოლ[4] [,] დეიდა ჩემი სოფიო[5] [,] რძალი მანანასი[6] [,] მამიდა ჩემი ელენე[7] [,] ლუარსაბ  ორბელიანის[8] ასული [,] რძალი გიორგი კნიაზისა[9]ტასო ოგლობჟიოსი[10]  და სხვანი“ (ელისაბედ ერისთავიჩემი მოგონება ბებია ჩემის ძმის ყაფლან ორბელიანზე. საქართველოს ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის 13338 ).
სალომე ორბელიანი
საქართველოს იორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლის გიორგი მოზდოკელის არქივში დაცულია სამეცნიერო საზოგადოებისათვის მეტად საინტერესო წერილი სად ცხოვრობდნენ ორბელიანები თბილისში (მცირედი შემოკლებით გამოქვეყნდა გაზეთ თბილისში 1993 წლის 2 ივნისს), რომელშიც ავტორი მოგვითხრობს თბილისში მოსახლე ორბელიანთა გვარის თვალსაჩინო წარმომადგენლების და მათი საცხოვრებელი სახლების შემდგომი ბედის შესახებ.  ელისაბედ ერისთავის მიერ დასახელებული პირების გარდა ორბელიანთ აულში ცხოვრობდნენ ესტატე ორბელიანის ვაჟები ნიკოლოზი და ალექსანდრე. ნიკოლოზს ცოლად ჰყავდა ილია ჭავჭავაძის უმცროსი და ელისაბედირომელიც დაქვრივების შემდეგ მისთხოვდა ამავე ქუჩაზემოსახლე სამარაგდონ ორბელიანის სიძესგროგოლ ორბელიანის ბიძაშვილის ბარბარე ორბელიანის ქვრივს ალექსანდრე საგინაშვილს.
აქვე ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა ვანკა პაჟარნად ცნობილი ივანე კონსტანტინეს ძე ორბელიანიმისი ძმები სოსიკო  და გიგოპოეტი ქალის ნინო ორბელიანის მეუღლე.
მაიკო ორბელიანიქაიხოსროს ქალირომელთანაც პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილს მიწერ-მოწერა ჰქონდა და რომელიც ადრე გარდაიცვალაიდგა იმავე ორბელიანების ქუჩაზემხოლოდ უფრო მოშორებითეხლანდელი ბაზრის პირდაპირსომხის ღვდლის სახლში“ - გადმოგვცემს გიორგი მოზდოკელი.
ორბელიანთუბნის თვალი და მშვენება იყო გრიგოლ ორბელიანი ყაბახის გმირიმსგავსება ლომისორბელიანირომელიც აქებდა ღვინოს და სალომესპოეტი მამისეულ ორსართულიან სახლში ეკლესიის პირდაპირ ცხოვრობდააქ გაიზარდნენ მისი ძმებიც ზაქარია და ილია ორბელიანები და და ეფემია ბარათაშვილისადედა ნიკოლოზ ბარათაშვილისაფიქრები Gგრიგოლ ორბელიანისავისაც ხშირად უწევდა თბილისის დატოვება და წლობით სხვაგან ყოფნამუდამ თავის ქალაქს და უბანს დასტრიალებდაკაცს ყოველგან შეუძლია იყოსთუნდ იაპონიაშითუნდ შვეიცარიაშითუნდ ინგლისშიმაგრამ ცხოვრებით კი მარტო თბილისში უნდა იცხოვროს  ამბობდა პოეტი და ასრულებდა კიდეც ამას (მეუნარგიაცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადული“. გვ.155).
მისი ბიოგრაფი იონა მეუნარგიარომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად სტუმრობდა პოეტსგადმოგვცემს:
თუ თბილისში გიცხოვრიათრასაკვირველიაგეცოდინებათსად და რა ალაგას არის გრიგოლ ორბელიანის სახლი:
მაიკო ორბელიანი
ძველთაგანვე ამ სახლის არემარე შეადგენდა ორბელიანთა გვარის სამყოფ ადგილს და იწოდებოდა ორბელიანთა უბნადაულადამ აულში ცხოვრობდა სარდლიანთ ოჯახი[11]ასლანის[12]  ოჯახიგიორგის[13]  ოჯახიზურაბ  პოეტის მამა  სხვაზურაბის დიდიორსართულიანიფართო მოაჯირით შემოვლებული სახლიისევ ისე დარჩა პოეტის ცხოვრებაშიროგორც იმის მამის დროს იყო. ადამის დროული არქიტექტურაფართოყოველ მცენარეს და ყვავილებს მოკლებული ეზოშეულესავი უშნო გალავნით და ალაყაფის კარებითგალავნის ერთ ყურეში წვიმისა და მზისაგან გახუნებული ფიცრის საჯინიბოსახლის გვერდით სასახლის ეკლესია, - აი რა შეადგენდა სასახლის გარემოს. Pპოეტს არ უნდოდა სიძველეში მოსულ სახლის განახლება.
»Для меня дорог по воспоминаниям этот старыйневзрачный дом в котором жилии умерли мои родителимои братья ипризнаюсьдля меня было-бы невыносимо его обнавление» - სწერდა პოეტი გრიგოლ ბატონიშვილს“ (. მეუნარგიაცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადული“. გვ.133-134).
გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი მის ერთადერთ მემკვიდრესმისი ძმისილია ორბელიანის ვაჟს გიორგი ორბელიანს დარჩა.
ორბელიანთ უბანი მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობდაის იყო თბილისური არისტოკრატიის შეკრებისთავშექცევისა და დროსტარების ადგილივინ არ იზრდებოდნენ ჩვენს ოჯახშიჩვენს ქუჩაშიანდრონიკაანნიჩოლოყაანნიმაჩაბლიანნითარხნიანნიმუხრანიანნიესენი ყოველივე მე თვით მინახავსმახსოვსრაოდენნი შენატროდენ ჩვენს ქუჩასა (გრიგოლ ორბელიანის  1878 წლის 24 აგვისტოს წერილი ძალუა სოფიოსადმიმეუნარგიაცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადულიგვ.113).
გრიგოლ ორბელიანის წერილების მიხედვითმეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ერთგვარი მატიანე რომაა და ეპოქის სუნთქვა და სურნელი ახლავსშეიძლება გაცოცხლდეს ის სურათებიაქამ უბანში რომ იხილავდა კაცი იმ დროსერთი მათგანი ორბელიანთა ლამაზმანი ქალების კრებაც იყოპოეტის თქმითაკადემიაჭორაობითა და მითქმა-მოთქმით გამორჩეული.
საღამაღამოდ აკადემია ჩვეულებრივ გროვდებახან საყდრის კარებთანსადაც დედუფლობს ელისაბედრომლის მარჯვნივ ჰზის სოფიომარცხნივ მაიკო და პირდაპირ ნინო [14] და მღვდელიდა ხან ესევე ყრილობა ჰსხედს სოფიოს კარებთან და ამის გამო მაშინ პირველობს სოფიოლაპარაკის საგანი არის ეს ქვეყანა და მისი დაუსრულებელი სხვადასხვაობა ამბებისახანდახანვითომ გაკვრაგადაკვრით შეძრწუნებით მოიხსენიებენ ოხვრითა აწინდელის ქალების ყოფაქცევასადა სხვათა ზოგიერთთა სახელდობრივრომელნიცა შარშანდელს კაბასავით დიაღ ადვილად და გულუტკივრად თავს ანებებენ ქმარსა და დასდევენ ხან მამიდას,ხან ბებიდას და ამგვარს უმანკოს საუბარშექცევაში ატარებენ დროს. (მეუნარგიაცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადული“. გვ.150).
მანანა ორბელიანი
სამშობლოს მოშორებული პოეტირომელიც გამორჩეულად ანებივრებდა ნაცნობ-მეგობრებს თავისი ურიცხვიმხატვრული პროზის სადარი წერილებითმოუთმენლად მოელოდა მათ შეხმიანებასაც და დიდად განიცდიდა მოკითხვის დაგვიანებასერთ-ერთ წერილში ის თავის უმცროს ძმას ილიას საყვედურობს წერილის მიუწერლობის გამო და ამის მიზეზად თავის უბანსქუჩას მიიჩნევს:
ახლა მინდა დაგიწყო ლანძღვაშე წვერ ძაღლორატომ ერთხელ არ მომწერე აქამდისიტყვიავათ ვიყავეგ სულ არაფერიმე ოთხი წელიწადი რუსეთში სულ ავათ ვიყავწიგნი კი არ დამიკლიამაგრამ მიზეზი მე ვიცი რაც არისჩვენი ქუჩარომელიც სამგზის ასგზის დასწყევლოს ღმერთმავერც ჭირმა დააქციავერც ხოლერამ ამოწყვიტამიწის ძვრამ ეგ გაუშო და ლისსაბონი ჩაყლაპა ეგ არის მიზეზი შენის ზანტობისაშენის სულითა და ხორცით მოშვებისადა ბოლოს შენის კუტრობისაცამაგ ქუჩის გარეთ სადაც ყოფილხარყველგან ფულიცა გქონია,ჭკუაცა და გამოჩენაცამე ვიციშენ მაგ ქუჩიდამ ვეღარსად გახვალმანამ ძალად არ გაგაგდებენაბა თუ მაგ ქუჩამ ჭკუა არ გამოგილია  ავადმყოფობას ნუ აბრალებ რატომ ჩემის წიგნების პასუხსა არა მწერ? (გრიგოლ ორბელიანის წერილი ილია ორბელიანისადმი. 1843გრორბელიანიწერილებიტ. 1. 18321850. აკაკი გაწერელიას რედაქციით და შენიშვნებითსახელმწიფო გამომცემლობა თბილისი. 1936 გვ.79).
ორბელიანთ ეკლესიის მეორე მხარეს ცხოვრობდა უბნის სული და გული ყაფლან ასლანის ძე ორბელიანი.
ყაფლან ორბელიანი იყო დედიჩემის ბიძაიგი ცხოვრობდა ორბელიანთა აულშიპატარა სახლი ჰქონდა გრიგოლ ორბელიანის სახლის პირდაპირმტკვარს გადაჰყურებდაიგონებს მისი დის ეკატერინეს შვილიშვილიელიზბარ ერისთავის ასული ნინო ქობულაშვილისა. (გ. აბზიანიძე. ყაფლან ორბელიანი  ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის პერსონაჟი“. ლიტერატურის მატიანე. #1-2 1940 გვ. 466-473).
ყაფლანი ყოფილა დარდიმანდიმხიარულისიტყვამოსწრებულიმოქეიფექალების მოტრფიალე კაციმას კარგი ხმა და ლექსების დამღერების უნარი ჰქონიახშირად ასრულებდა სიმღერებს ალექსანდრე ჭავჭავაძისგრიგოლ ორბელიანისნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებზეყაფლან და გრიგოლ ორბელიანებს ერთმანეთის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათშეხუმრებული პოეტი რა ეპითეტით არ ამკობდა საყვარელ ბიძაშვილსთავის საკუთარ ყაფლანსთვალიჩინს“, ოხვრის კვიპაროზს ეძახდაროცა ყაფლანი დილით ადგებოდა და მის წინ აივანზე მოსიარულე გრიგოლ ორბელიანს დაინახავდაგადასძახებდაკურკაკურკაგრიგოლიც საპასუხოდ გაეხუმრებოდა ხოლმე (ნინო ქობულაშვილისა).
საქართველოს იორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ნინო ქობულაშვილის დისელიზბარ ერისთავის ასულის ელისაბედის ხელნაწერი ჩემი მოგონება ბებია ჩემის ძმის ყაფლან ორბელიანზე,  13481. მემუარისტირომელიც ხშირად სტუმრობდა მას თბილისში სწავლისასიხსენებს ყაფლან ორბელიანს და მის ოჯახსიქ მოსმენილ საუბრებსდიალოგს მეზობლად მცხოვრებ გრიგოლ ორბელიანსა და ქეთევან ორბელიანს[15]  შორისმოგონება წარმოადგენს ორბელიანთუბნისთვის ნიშანდობლივ სურათს და ვფიქრობთსაინტერესო იქნება მისი გაცნობა ქართველი მკითხველისათვის (ხელნაწერი ქვეყნდება პირველადავტორის სტილი დაცულიადამატებულია მხოლოდ პუნქტუაციის ნიშნები).
ყაფლან ორბელიანი მეუღლესთან ერთად
პაპა ჩემი ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა[.] მეტათ მოსწრებული დამხიარული ადამიანი ბძანდებოდა დაჩვენ მუდამ გვეხუმრებოდა[,] როდესაც გემნაზიიდამ[,] სადაც ვსწავლობდითკვირაობით მოვდიოდით ხან პაპა ყაფლანთან[,] ხან დეიდა ჩემ სოფიოსთან[,] მანანას რძალთანხან მამიდა ჩემ ელინე ლუარსაბის ასულთან ერისთავთანრომლებიც ყველანი ორბელიანთ აულში იდგნენ ახლო ერთი ერთმანეთთანაგრეთვე ბიძია გრიგოლ ორბელიანთანპაპა ჩემი ძალიან მშვენიერი მომღერალი იყოასე რომ მის ხმას სათარას[16]  ხმას ადარებდნენდედა მეტყოდა ხოლმესათარას გარდაო  ბიძა ჩემი ყაფლანის სიმღერაზე მეტათ არავისი არ მომწონსოდაიძახებდა[,] მომიტანეთ ჩემი ჯურა[17]და მოართმევდნენ პატარა თარსა და დაიწყებდა ტკბილის ხმითერთხელ მეც ვიყავ ყმაწვილი[,] მე მიყვარდა[,] მე ვტკბებოდიუფროსი ერთ ბიძაჩემის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებს მღეროდაპაპა და მისი მეუღლე [(]ბარათაანთ ქალი იყო მეორე ცოლი ყაფლანისა[18]). წარმოადგენდნენ სურათს კაცია ადამიანისას“სულ ჭამაზე იყ[ლაპარაკი[,] მეტადრე სადილობისასმართლაც ქართული ნამდვილი სადილები იყოორაგულის სუპი[,] დურაჯები ან ხოხბებ[შემწვარი[,] ბახატაკები[19] [,] ჩახოხბილი და ფლავი სხვა და სხვანაირათმაგრამ ძალუა ელისაბედ მაინც შენიშვნას გაუკედებდა ხოლმე თავის ერთგულ როსტომასდაიძახებდა[,] სად არის ჩემი ყრუანჩელა როსტომა[?!] გენაცვალეთ[,] ფლავისთვის დამი[20]  არ აუღიაორბელიანთ სახლთან პატარა ეკლესია იყო[.] შაფათ კვირა ორბელიანთ რძლები ქათიბ მორთულები დეესწრებოდნენ წირვასდა ჩვენც უსათუოთ წავყვებოდითმახსოვს შემდეგიწინა დღეს ლოტო ჰქონდათ ძალუა ელისაბედსდა არ ვიცი[,] რაზე იყო გაჯავრებული[,] მაღლის ხმით ლაპარაკობდა გაცხარებულიღვდელმა ტრაპეზიდამ დაუძახაელისაბედ[,] რა არი მაქთენი ლაპარაკი[?“], პასუხათ მიიღო[:] []გეთაყვანე[,] მამა[,] ჩვენც ხმა ამოგვაღებინე[.] ახლა კეკე[21] [,] ძალუას და მოყვებოდა მაღლა ტუტუნსახლა იმასაც დაუძახებდა[:] [კეკე[,] გეყოფა ამდენი ჭორაობა[].
ნამდვილი კამედია იყო[.] ჩვენ ბავშვები იქ რას გავბედავდით[,] მაგრამ სახლში რომ მოვიდოდით[,] იმათ ვარდგენდით და ვიხოცებოდით სიცილითაგრეთვე ბიძია გრიგოლის სახლი და აივანი იქავე საყდართან იყო[.] ასე რომ მთლათ წირვის მოსმენა შეიძლებოდა და ასე რომ ძალუა ქეთევან შეუძლოთ ბრძანდებოდა და არ შეეძლო საყდარში წასვლა და ტახტზე იჯდა და იქიდამ ისმენდა[.] ბიძია გრიგოლ კი აივანზე დაბძანდებოდა და აჯავრებდა თავის რძალს ქეთევან[,] თქვენ დღეს ლოტრანგი[22]  ბძანდებით[]. ძალუა ქეთევან სურუოზნათ შეწუხდებოდა და წაიშენდა მუხლებში[.] რას მიბძანებთ[,] ჩემო მაზლო[!] ბიძია გრიგოლ გადიხარხარებდადა ეს სცენა ყოველთვის იმეორებდა[,] როცა კი ძალუა აივანიდან წირვას ისმენდაპაპა ყაფლან ყოველკვირა თავის მხლებელი კირუშკათი გაემგზავრებოდა იარმუკაზეაბა[23] წამოსხმული[,] აბრეშუმი[ქალაღაია[24] ყელზე[,] კალმუხის[25] უდი ჩაკეცილი[,] ყელმოღერებულიპაპამ მშვენივრათ იცოდა სპარსული და თათრული[.] რო შეხვდებოდა სპარსეთიდამ მომდინარე ქარავანი აქლემების და ზე მჯდომ სპარსელს დაელაპარაკეპდა სპარსულათ[,] ისიც სალამს მისცემდა და ჰკითხამდარა მოაქვთ რანიდამ[?] რო გაიგებდა[,] რომ ბამბის გარდა ტკბილეულობაქიშმიშლაბლაბო[26][,] რაგათლუხუმი[27][,] შაქრისყინული[28] [,] აღაჯანაბადი[29] და სხვა[,] ძალიან გაეხარდებოდა[.] პაპას ძალიან უყვარდა ტკბილეულობამე მომიბრუნდა ერთხელ[,] როდესაც მე თან წამიყვანა[,] მითხრაშვილო[,] მამაშენი არ წაწყნდება[,] ერთი თვეა მოდის იდანიდან[,?] ამ თავის აქლემზე ქანაობსბლუმბლუმბლუმბლუმისე მშვენვივრათ წარმოადგინა ცოცხლათ[,] რომ ბევრი ვიცინეთ.
ელიზბარის ასული ერისთავი.
ჟამთასვლა თბილისს აღმოსავლურ ელფერს ნელ-ნელა უკარგავდაევროპული ცხოვრების წესი მკვიდრდებოდაშეჭირვებული თავადაზნაურობა ფეოდალურ-პატრიარქალურ ყოფას ეთხოვებოდამათ მამულებსა და სახლებს სხვა ხალხიუმთავრესად ჩინოვნიკები და ვაჭრები ყიდულობდნენილია ჭავჭავაძე ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში წერდა:
მთელი ტფილისი ამ საუკუნის დასაწყისში სულ ქართველობას ეკუთვნოდაოცდაათმა წელიწადმაც არ გაიარა და მთელი ქალაქი სხვის ხელში გადავიდაიცით ვისი იყო სეიდაბათიდამ დაწყებული ვერამდის მთელი ქალაქი 1805 წლამდესუმბათაანთიმელიქიანთიმუხრანიანთიციციაანთიამილახვრიანთიორბელიანთიდა იცით ვისი შეიქმნა 1840მდესულ 35 წელიწადში? (ი. ჭავჭავაძე. შინაური მიმოხილვა 1883 წელიიანვარიჭავჭავაძერჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომადთბილისისაბჭოთა საქართველო“. 1987 გვ. 355).
ქალაქის იერსახეს ცვლილება განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაეტყოორბელიანთუბნის ძირძველი მკვიდრნიც ჰყიდდნენ სახლებსდიდად წუხდა და განიცდიდა ამას გრიგოლ  ორბელიანითავისი წოდებისა და გვარის,  ქალაქისა და უბნის დიდი პატივისმცემელი და მოყვარული:
ჩვენს ქუჩაზე კიდევ ჩამოეთესლა ერთი ჩინოვნიკიო _ გულისტკივილით შესჩიოდა იგი ყაფლან ორბელიანს.
ახლაღმერთო ჩემომე ისევ ვარ და სახსენებელი ჩვენის ოჯახისა განჰქრავითარცა სიზმარიჩვენს ქუჩაშიჩემი ბიძაშვილების ნაცვლად ჩამოეთესლნენ პოღოზოვებიაბოვიანცებიფიტარეთიჩვენის მამაპაპების სასაფლავოუფალს თაიროვს გაუხდია ცხვრების ფარეხად!! ჩემის სიბერის უკანასკნელთა დღეთა მიმწარებს ესე განუშორებელი ფიქრი ჩვენის ოჯახისათვის“ (გრიგოლ ორბელიანის  1878 წლის 24 აგვისტოს წერილი ძალუა სოფიოსადმიმეუნარგია. „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადულიგვ. 113).
სოსიკოს სახლში ჰსდგას პოღოზოვისამარაღდონის სახლში  საგინოვიალექსანდრეს ადგილს  აბოვიანცი– ძაღლი და მამაძაღლი (გრიგოლ ორბელიანის 1882 წლის 29 იანვრის წერილი ვანო ორბელიანისადმიმეუნარგიაცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისაქართული მწერლობატომი 22. ნაკადულიგვ. 112).
დრო აფერმკრთალებდა ორბელიანთუბნის ჩვეულ სურათებსმისი პერსონაჟები თანდათან ქრებოდნენუბნის კოლორიტული მობინადრენი ყაფლან და გრიგოლ ორბელიანებიც წარიტაცა წუთისოფელმამათი დაკარგვა ნაღვლიანად გამოხატა ლექსში ცნობილმა არქაისტმა პოეტმა რევაზ ერისთავმაყაფლან ორბელიანის დისშვილმა:
ვინღა გვყავს ჩვენ ყაფლანიწავიდა ქართველობა,
მისწყდა იმის ტკბილი ხმაჩონგურით ხელოვნება,
ქართულ ჩაცმა-დახურვაფაქიზათ მორთულობა,
საქართველოს არშიყმაც შესწყვიტა ლექსთ თქმულება,
აღარა გვყავს გრიგოლიარ არის ბედ კრულობა.
ორბელიანთა ნათესავთ მსგავსად თბილისის ძველ სამოსახლოებსა და ყოფას დიდი გულისტკივილით ეთხოვებოდნენ სხვა პოეტებიც
ის დრო წავიდატფილისი ძველი
 მიინგრმოინგრასცივათ კახურებს,
 და ნარიყალა ცრემლებით სველი,
  მატარებლების კივილს გაჰყურებს.
                                 გალაკტიონი



[1] სალომე - სალომე იოანეს ასული ორბელიანი (1795-1847), პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლე.
[2] ვანქის უბანი -  უბანი მტკვრის მარჯვენა მხარესბარათაშვილის სახელობის ხიდის მახლობლადამჟამად გიორგი ათონელის ქუჩა.
[3] ყაფლან - ყაფლან ასლანის ძე ორბელიანი (1813-1878), ცნობილი მემამულეგრიგოლორბელიანის ბიძაშვილი და მეგობარიპოდპორუჩიკი.Yყაფლან ორბელიანის შესახებ იხ.გიორგი აბზიანიძის წერილი ყაფლან ორბელიანი  ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის პერსონაჟი ლიტერატურის მატიანე. #1-2 1940გვ. 466-473.
[4] გრიგოლ - გრიგოლ ზურაბის (დიმიტრისძე ორბელიანი (1804-1883), გენერალ-ადიუტანტიპოეტი.
[5] სოფიო - სოფიო შალვას ასული ერისთავი (1832-1887), რევაზ ერისთავისა და ყაფლან ორბელიანის დის ეკატერინე ორბელიანის ასულიელისაბედ ერისთავის დეიდაგათხოვილი იყო ივანე დავითის ძე ორბელიანზე (1824-1893), მანანა ორბელიანის შვილზე.
[6] მანანა - დავით იოანეს ძე ორბელიანის მეუღლეთავად მირმანოზ ერისთავის ასული (1807-1870), სილამაზით განთქმული ქალი, 1832 წლის შეთქმულების  მონაწილეჰქონდა ლიტერატურული სალონი.
[7] ელენე - ელენე ლუარსაბის ასული ორბელიანიმეტსახელად ცაკალო (1815-1888), თავად ზაქარია გიორგის ძე ერისთავის ქვრივიცხოვრობდა ორბელიანების უბანშიატლანტებიან სახლშისასტუმრო გრანდ ოტელის გვერდითამჟამინდელი ათონელის 31 ნომერშიელენე ორბელიანის შესახებ იხფოფხაძე. „ელენე ორბელიანი-ერისთავისა“. გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი. 2007 . ## 10-11. გვ. 37-47 29-36.
[8] ლუარსაბ ორბელიანი - ლუარსაბ (იოელიოანეს ძე (1793-1835), მაიორი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლისძმაცოლად ჰყავდა ანათავად თამაზ (თომაორბელიანის ასული.
[9] გიორგი კნიაზი - გიორგი იესეს ძე ერისთავი (1760-1863), ცნობილი გენერალისენატორად წოდებულირუსეთის ომების აქტიური მონაწილეგამოირჩეოდა ორატორული ნიჭითთავრიზის აღების შემდეგ მისცეს სენატორობა საქართველოში ცხოვრების უფლებითცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის ასული გაიანე.
[10] ტასო ოგლობჟიოსი  ანასტასია კონსტანტინეს ასული ორბელიანი (1831-1884), ჩერნიგორელი გენერალ-ლეიტენანტის ივანე დიმიტრის ძე ოგლობჟიოს მეუღლე. 
[11] სარდლიანთ ოჯახი სარდლისა და ქართლის სახლთუხუცესის (1800), გენერალ-მაიორის და სამხედრო მინისტრის (1808)  იოანე დავითის ძე (1765-1808) ორბელიანის ოჯახი.   
[12] ასლანი - ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი (1767-1835), მეფე გიორგი XII-ის ეშიკაღასბაშიშემდგომში პოდპოლკოვნიკი.
[13] გიორგი - გიორგი ნიკოლოზის ძე ორბელიანი (?-1819), მილახვარიმეფე გიორგი XII-ის ნაზირისახლთუხუცესი 1801 წლიდანშემდგომში კაპიტანი.
[14] ნინო - ვფიქრობთიგულისხმება ნინო ყაფლანის ასული ორბელიანი (1839-?), თავად დიმიტრი პაატას ძე წულუკიძის მეუღლე. 
[15] ქეთევან - ქეთევან ორბელიანიგრიგოლ ორბელიანის ძმისზაქარია ორბელიანის ქვრივიანჩისხატის დეკანოზის დიმიტრი ალექსი-მესხიშვილის ქალი (1812-1895).  
[16] სათარა - სახალხო მომღერალი მე-19 საუკუნის 50-იანი წლებისა. მის შესახებ ლექსი აქვს დაწერილი პოეტ პოლონსკის. ქებით იხსენიებს წერილებში ბარათაშვილი.
[17] ჯურა - სავარაუდოდ ჯორასაკრავის ალყის ხიდი.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი. Gგამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 სიმებიან საკრავზე სიმების გადასაჭიმი ქვესადგამი ფირფიტაქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. Eერთტომეული.. თბილისი. 1986.
[18] ელისაბედ ბარათაშვილი - ყაფლან ორბელიანის მეორე მეუღლეთავად ივანე ბარათაშვილის ასული (1823-1892).
[19] ბახატაკიბახტაკი - მსხვილი ცოცხალი თევზი.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 .
[20] დამი - ფლავის ორთქლისარქველზე რომ ცვრებად გროვდებაოხშივარი. ფლავს რომ ჰხარშავენფლავის ქვაბს ჰხურავენ სინსსინზე კი ზემოდან წყალში დასველებულ ტილოს დაადებენ ხოლმე (თათრები ხანდისხან ცეცხლსაც ჰყრიან სინზე), ორთქლი ცვრებად იკრიბება სინზე და როცა მოხდიან სინს და სინზე დამცვრალ წყალს გადაჰყრიანამბობენფლავს დამი მოვხადეო.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 .
[21] კეკე  უნდა იგულისხმებოდეს ეკატერინე ივანე ბარათაშვილის ასული (1835-1893), ყაფლან ორბელიანის ცოლისდა.
[22] ლოტრანგი - ურჯულო.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 .
[23] აბა - თათრული წამოსასხამი ფეხებამდექალაქური ლექსიკონი. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 . 
[24] ქალაღაია - მანდილი.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 .
[25] კალმუხიკალმუხის ქუდი ცხვრის ტყავის ქუდი ერთგვარიქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეულინაკვეთი პირველითბილისი. 1990 .
[26] ქიშმიშლაბლაბოლაბლაბო - დახალული სისირილალაბოს უფრო ქიშმიშთან ერთად შეექცევიან.გრიშაშვილიქალაქური ლექსიკონი“. გამომცემლობა სამშობლოთბილისი. 1997 .
[27]  რაგათლუხუმირახათლუხუმი - ერთგვარი აღმოსავლური ტკბილეულიმზადდება შაქრითხილეულის წვნითკაკლით და სახამებლით.
[28] შაქრისყინულიშაქარყინული - შაქრითა და ხილეულის წვნით  დამზადებული გამჭვირვალეკრისტალური ტკბილეული.
[29] აღჯანაბადი - გარგარის ჯიშინაყოფისაგან უმთავრესად ჩირს ამზადებენ.  ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეულინაკვეთი პირველითბილისი. 1990 .
  

No comments:

Post a Comment