თარგმანები


1. ნოველები“ (ჰენრიერვუდ ანდერსონი, რენსის სკოტ    ფიცჯერალდი,  თომას ვულფი), არტანუჯი, 2013https://www.artanuji.ge/book_ge.php?id=101



2.  დორის ლესინგი. ზაფხული მწუხრის წინ,  რომანი,„ინტელექტი,2017



3.  ო. ჰენრი. „დღე, რომელსაც ვზეიმობთ“, ნოველები, „ინტელექტი“, 2018.              https://www.artanuji.ge/book_ge.php?id=319




ჰენრი
დღე, რომელსაც ვზეიმობთ

ინგლისურიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ

აიბეჭდა ჟურნალში „ცისკარი 1852“ #12  2016 
შესულია  ნოველების კრებულში: 
„ო.ჰენრი. „დღე, რომელსაც ვზეიმობთ“, „არტანუჯი“, 2018


`ტროპიკებში წელიწადის დრონი, თვეები, უქმე-სადაგი დღეები თუ შაბათ-კვირები ისე ირევა ერთმანეთში, რომ კაცს დროის სათვალავი ეკარგება~ – მიხსნიდა ჩიტების დიდი ავანჩავანი, გიჟმაჟი ბიბი -  ახალდამდგარი წლის შუაგულს ისე მიატანთ, ძველი წელი გასტუმრებული არც კი გგონიათ.

გიჟმაჟ ბიბს ჩიტების მაღაზია მეოთხე ავენიუს დასაწყისში ჰქონდა გახსნილი. ის ყოფილი მეზღვაური და სანაპიროთა მეწვრილმანე გახლდათ, ახლაც ხშირად სტუმრობდა სამხრეთის პორტებს და იქიდან მოლაპარაკე თუთიყუშები შემოჰყავდა გასაყიდად. Aამ მუხლმაგარ კაცს ნერვებიც რკინისა ჰქონდა. ბიბს მაშინ  გადავაწყდი, როცა დეიდაჩემ ჯოანასთვის საშობაო საჩუქარს დავეძებდი.
აი, თუნდაც ეს გულწითელა, ლურჯი და თეთრი ზოლებით~- სიტყვა ბანზე ავუგდე, - `რა ჯიშისაა? Mეს ჩიტი უმალ სამშობლოსა და დარღვეულ ფერთა გამის სიყვარულს მიღვიძებს“.
`ესა? ეს კაკადუა ეკვადორიდან~- მიპასუხა ბიბმა - `ერთადერთი, რაც ისწავლა, ესაა -  `შობას გილოცავთ!~.Dსეზონის ჩიტია რა! სულ რაღაც შვიდი დოლარი ღირს. თავს დავდებ, თუ ამ მისალმების გამო სხვები ოქროს ფასს არ დაადებენ~.
უეცრად ბიბმა ხმამაღლა გაიცინა.
ეს ჩიტი ძველ მოგონებებს აღმიძრავს“ - განმიმარტა მან, - `მას თარიღები აერ-დაერია და ნაცვლად იმისა, იძახოს  'E pluribus unum'', თავის შეფერილობას უფრო რომ მოუხდებოდა, ნამდვილ სანტა-კლაუსად იქცა. იმ დროს მახსენებს, ამინდმა და სხვა ტროპიკულმა მოვლენებმა თავგზა რომ აგვიბნია მე და ლივერპულს კოსტა რიკას სანაპიროზე“.
 `ესპანური მატერიკის იმ მხარეში თავი ისე ამოვყავით, გროში არ გაგვაჩნდა, არც ვინმე მეგობარი გვეგულებოდა, რომ დახმარება გვეთხოვა. ჩვენ იქ მოვხვდით ხილით დატვირთული გემიდან, რომელიც ახალი ორლეანიდან მიდიოდა და რომელზეც მე ცეცხლფარეშად, ლივერპული კი მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა. გვინდოდა ბედს ვწეოდით, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდაშესაფერისი სამუშაო ვერ ვიშოვეთ და ორივენი იქაურ წითელ რომსა და იმ ხილს მივეძალეთ, რომლის მოყვანაში წილი არ გვედო.
ქალაქი სოლედადი ალევიური ადგილი გახლავთ, უნავსადგურო, უმომავლო და მიუსაფარი. გემისა და გემის ჩამოდგომას შორის ქალაქი რომს ეტანებოდა და იძინებდა. ის მხოლოდ მაშინ ფხიზლდებოდა, როცა მორიგი გემი ბანანით უნდა დაეტვირთათ. ქალაქი იმ კაცს დამსგავსებოდა, სადილობის მერე ჩაროზის მოტანამდე რომ ჩათვლემს ხოლმე.
საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად წაგვივიდა, თავქვე ვეშვებოდით და ბოლოს, როცა სალაპარაკოდ ამერიკის კონსულმაც კი აღარ გვიკადრა, მივხვდით, რომ სავალალო დღეში ჩავვარდნილიყავით.
`ბინად ერთ ყვითელკანიან ქალთან, სახელად ჩიკასთან ვიდექით. იგი რომით სავაჭროსა და რესტორნის მეპატრონე გახლდათ. რესტორანი `ქალბატონებისა და ბატონებისათვის~  ჩვენს დიასახლისს იმ ადგილას გაეხსნა, რომელსაც the calle de los Forty-seven Inconsolable Saints ეძახდნენ. მისი ნდობის კრედიტი მალე ამოგვეწურა და ლივერპულმა, ვისი მადაც მის Noblesse oblige- ბევრად აჭარბებდა, ჩიკა ცოლად შეირთო. Aამის წყალობით ერთ თვე ბრინჯი და შემწვარი ბანანი არ მოგვკლებია. მერე კი, ერთ მშვენიერ დილასაც, როცა ჩიკამ თხუთმეტი წუთი საშინელი გამეტებით ურტყა ლივერპულს ადამისჟამინდელი ქვაბი, მივხვდით, რომ MAმასთან აღარ დაგვედგომებოდა.
სამუშაო იმავე საღამოს ვიშოვეთ. ქალაქიდან ცხრა მილის მოშორებით, ხილის კონსერვების საწარმოში მოვეწყეთ. იგი ერთ ადგილობრივ მეტისს, ბანანის დიდ ავანჩავანს დონ ჯეიმ მაკსპინოზას ეკუთვნოდა.Dკაცმა რომ თქვას, არჩევანი არც გვქონია _ ან მისი შემოთავაზება უნდა მიგვეღო ან ზღვის წყალს, საჭმლის ნარჩენებსა და თვლემას დავჯერებოდით.
Aახლა, როცა ლივერპულ სემზე მოგითხრობთ, ისევე ვლანძღავ და ვაგინებ მას, როგორც მაშინ, ერთად ყოფნისას. რა ვქნა, თუკი ასე მგონია, რომ როცა ინგლისელი კაცი სხვა რომელსამე ქვეყანაში ასე კნინდება, მან მალევე უნდა აიკრას გუდა-ნაბადი, თუ არ უნდა იქაურმა ნაძირალებმა საჰაერო ბუშტებიდან თავზე ბალასტი დააყარონ. იმ შემთხვევაში კი, თუ ის იმავდროულად ლივერპულელიცაა, მაშინ ამის კეთება კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს. Eეს ჩემი, ძირძველი ამერიკელის პირადი აზრია, Mთუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მე და ლივერპული მაშინ ერთმანეთისგან დიდად არ გავირჩეოდით. არც ერთს არ გაგვაჩნდა ხეირიანი ტანსაცმელი თუ არსებობის სახსარი; სიღარიბე ხომ, ამბობენ, მარტო არ დაიარებაო.
Bბებერი მაკსპინოზას პლანტაციაში ბანანის ღეროების ჭრა და ხილის კონებით ცხენების დატვირთვა გვევალებოდა.Mმერე ერთ იქაურ მკვიდრს, რომელიც ალიგატორის ტყავის ქამრით, მაჩეტეთი და მზის დამცავი პიჟამათი შემოსილიყო, ისინი ზღვისკენ მიჰქონდა და სანაპიროზე აგროვებდა.
ყოფილხართ ოდესმე ბანანის პლანტაციაში? Eეს ისეთივე მოსაწყენი ადგილია, როგორიც ლუდხანა ალიონზე. თითქოს რაღაც მუსიკალური შოუს სცენის მიღმა გაიხლართეთ. თავზევით ცა არ მოჩანს - მზის სხივი ხშირფოთოლა ხეებში ვერ ატანს, ძირს მოფენილი დამპალი ფოთლები მუხლამდე გწვდებათ. ისეთი სიწყნარეა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ.
ღამეს მე და ლივერპული დონ ჯეიმის ფერადკანიან და ზანგ მუშებთან ერთად ლაგუნას ბოლოს, ბალახის ქოხმახებში ვათევდით. გავწვებოდით ხოლმე იქ, დილამდე მოსკიტებს ვიგერიებდით და მაიმუნების  კივილსა და ლაგუნაში ალიგატორთა ტყაპა-ტყუპს ვუგდებდით ყურს. შიგადაშიგ ვთვლემდით.
`მალე ვეღარ გავარკვიეთ, წელიწადის რა დრო იდგა. იქ ხომ ლამის ოთხმოცი გრადუსი სიცხეა გამუდმებით, სულ ერთია, რა თვეა, რა სეზონი, დილაა თუ შუაღამე, არჩევნების თუ ჩვეულებრივი სადაგი დღე. ზოგჯერ წვიმა იმატებს - ეგ არის და ეგ შესამჩნევი სხვაობა. კაცს იქ, შეიძლება ითქვას, დროის გარეშე უწევს ცხოვრება და მაშინ, სწორედ მაშინ, როცა ის-ისაა, ამ დავიდარაბისაგან თავის დაღწევასა და უძრავ ქონებაში მცირე დაბანდებაზე იწყებს ფიქრს, მიქელგაბრიელიც მიაკითხავს.
ვერ გეტყვით, რამდენ ხანს ვიმუშავეთ დონ ჯეიმთან. ის კი მახსოვს, სულ ორ თუ სამ წვიმიან დღეს შევესწარით. ამასობაში რვაჯერ თუ ცხრაჯერ მოგვიწია წამოზრდილი თმის შეჭრა და მეზღვაურის სამი წყვილი შარვალი შემოგვაცვდა. მთელ ფულს, რასაც ვშოულობდით, რომსა და თამბაქოში ვხარჯავდით, თუმცა მშივრებიც არ გვეთქმოდა. ეს კი ცოტა არ იყო.
 ერთ დღესაც უეცრად მე და ლივერპულმა ვიგრძენით, რომ ბანანის ღეროებზე ქირურგიული ოპერაციები ყელში ამოგვივიდა. ჩვენც იმ სენით დავავადდით, თეთრკანიანებს რომ შეეყრებათ ხოლმე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. საშინლად მოგვინდა ვინმეს მშობლიურ ენაზე კვლავ დავლაპარაკებოდით, გემის კვამლისთვის ერთხელაც მოგვეკრა თვალი და რომელსამე ძველ გაზეთშიუძრავი ქონების სააგენტოთა და მამაკაცთა ტანსაცმლის მაღაზიების რეკლამები ამოგვეკითხა; Dდა რადგანაც სოლედადი ცივილიზაციის ცენტრად მიგვაჩნდა, იმ საღამოსვე ფეხებზე დავიკიდეთ დონ ჯეიმის ხილის საწარმო და იქაური ბალახმოდებული ბორკილები დავამსხვრიეთ.
სოლედადამდე თორმეტიოდე მილი გვაშორებდა, მაგრამ იქამდე მისვლას ორი დღე-ღამე მოვანდომეთ. Gგზას ბანანის ტყეებში მივიკვლევდით. დროდადრო ვიხლართებოდით. ეს ისეთივე საძნელო საქმე იყო, როგორც  ნიუ-იორკის რომელიმე სასტუმროს პალმიან ჰოლში ვინმე სმიტის მოძებნა.
როცა ხეებს შორის სოლედადის სახლები დავლანდეთ, კვლავ ვიგრძენი ლივერპულისადმი ძლიერი სიძულვილი. ადრე, როცა ჩვენ ფერადკანიანთა შორის ორად-ორი თეთრკანიანი ვიყავით, მას როგორღაც ვიტანდი, მაგრამ ახლა, როცა შანსი გამიჩნდა, ვინმე ამერიკელ მოქალაქესთან ორი სიტყვა, თუნდაც სალანძღავი, კვლავ გამეცვალა, მე მას კუთვნილი ადგილი მივუჩინე. კარგი სანახავი კი იყო რომისგან ცხვირაწითლებული თავისი ჟღალი წვერითა და სპილოს ფეხებით, რომლებზეც ტყავის სანდლები წამოეცვა. ალბათ, მეც ასევე გამოვიყურებოდი.
A`ასე მგონია~ – ვუთხარი მას, - `შენისთან ლოთებს, მდაბიო და საზიზღარ ტიპებს  დიდი ბრიტანეთი სადმე კი არ უნდა გზავნიდეს, რომ სხვისი მიწები წაბილწონ, შინ უნდა იტოვებდეს. ოდესღაც ხომ კინწისკვრით გაგყარეთ ამერიკიდან, ჰოდა, მგონი, ახლაც ის დროა, რეზინის ჩექმები ამოვიცვათ  და ერთხელაც გაგაპანღუროთ~.
 ოჰ, ეშმაკმა წაგიღოს~, - მომაძახა ლივერპულმა. ეს მისი ლამის ერთადერთი ფრთიანი გამოთქმა გახლდათ.
დონ ჯეიმის პლანტაციის შემდეგ სოლედადი სამოთხედ მეჩვენა. მე და ლივერპულმა იქ ჩვეულებრივ მხარდამხარ შევაბიჯეთ, calabosa და Hotel Grande გავიარეთ  და მოედნიდან ჩიკას ქოხისკენ დავეშვით იმ იმედით, რომ ლივერპული ყოფილი ცოლის გულს კვლავაც მოიგებდა და კუჭს ამოვივსებდით.
ჩავუარეთ პატარა ორსართულიან ფიცრულ ნაგებობას, რომელიც ამერიკულ კლუბს ეკავა. მისი აივანი სულერთიანად  ყვავილწნულებით მოერთოთ, სახურავზე აღმართულ ძელაკზე კი დროშა ფრიალებდა. კონსული სტენზი და ოქროს საბადოს მეპატრონე არკრაიტი აივანზე გადმომდგარიყვნენ და თამბაქოს ეწეოდნენ. ჩვენ ჩვენი ჭუჭყიანი ხელები დავუქნიეთ და გულითადად გავუღიმეთ, მაგრამ მათ ზურგი შეგვაქციეს და საუბარი განაგრძეს. სხვათა შორის, ოდესღაც მათთან ზედიზედ ოთხი ხელი ვისტიც კი გქონდა ნათამაშევი იქამდე, სანამ ცამეტივე კოზირი ლივერპულის ხელში არ აღმოჩნდა. აშკარად რაღაც დღესასწაული იყო, მაგრამ რა, ვერ ვხვდებოდით. ჩვენ ხომ დროის სათვალავი აგვრეოდა, არც ის ვიცოდით, რომელი წელი იდგა და არც ის, რა დღე იყო.
ცოტა მოშორებით თვალი მოვკარით მღვდელ პენდერგასტს, რომელიც სოლედადში ეკლესიის ასაშენებლად იყო ჩამოსული. ის ქოქოსის პალმის ქვეშ იდგა, ტანთ პატარა ალპაკას პალტო ეცვა და ხელში მწვანე ქოლგა ეკავა.
 `შვილნო ჩემნო, ეს რა დაგმართნიათ, ნუთუ ასე გაღატაკდით?~ - გვკითხა მან  და თავისი ლურჯი სათვალის ზემოდან გამოგვხედა.
 `გავღატაკდით და ეგრე~, - მივუგე მე.
 `დიდად ვწუხვარ, თანამემამულეთ ასეთ ყოფაში რომ ვხედავ~, - თქვა პენდერგასტმა.
 „მორჩით წუწუნს, ბერიკაცო~. - ეუბნება ლივერპული. `ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ თქვენს წინაშე ბრიტანელი დიდგვაროვანია?~
 `მოკეტე~, - დავტუქსე ლივერპული - `შენ ახლა უცხო მიწაზე გიდგას ფეხი, ანუ მის იმ ნაწილზე, რაც არ გეკუთვნის~.
მერედა რა დღეს!“ - განაგრძო პენდერგასტმა, -`ამ უდიდებულეს დღეს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ქრისტიანული ცივილიზაციის გარიჟრაჟსა და ბოროტების დამარცხებას~.
`ბაფთებითა და თაიგულებით მორთული ქალაქი კი შევნიშნე, მეუფეო, მაგრამ რას აღნიშნავდა ეს ყველაფერი, იმას ვეღარ მივხვდი. იმდენი ხანია, კალენდარი  თვალით არ გვინახავს, აღარც კი ვიცით,  ზაფხულია, შაბათის შუადღე თუ რა დრო.
 `აი თქვენ, ორი დოლარი~, - პენდერგასტმა ვერცხლის ორი მონეტა ამოიღო და გამოგვიწოდა. `წადით, შვილნო ჩემნო, და დღის ბოლომდე  კარგად მოილხინეთ~.
ჩვენ  მას თავაზიანი მადლობა გადავუხადეთ და გავშორდით.
`ხომ არ წავიხემსოთ?~- ვკითხე ლივერპულს.
`ოჰ, შე წყეულო, მაშ ფული რა ჯანდაბად გვინდა?~ - მიპასუხა მან.
`რახან არ იშლი, მაშ, კარგი, მერე  კი დავლიოთ~ - დავთანხმდი.
რომით სავაჭროში შევედით და ერთი კვარტიანი გამოვცალეთ. მერე ქოქოსის პალმებქვეშ სანაპიროს დავუყევით და გავხალისდით.
Bბოლო ორი დღე ფორთოხლის მეტი პირში არაფერი ჩაგვსლოდა. ამიტომაც რომმა უმალ იმოქმედა. ბრიტანელი ხალხისადმი კვლავ ძლიერი სიძულვილი დამეუფლა.
 `ადექი, შე დესპოტური შეზღუდული მონარქიის ნარჩენო და ბანკერ ჰილის  ეს ერთი დოზაც იგემე.~ - ვუთხარი ლივერპულს, -„განა იმ კეთილმა კაცმა, მისტერ პენდერგასტმა, ასე არ დაგვიბარა, დღე შესაფერისად გაატარეთო. Hჰოდა სულაც არ ვაპირებ მისი ფული ასე უაზროდ გავაქრო~.
 ეშმაკმა წაგიღოს“, - მომიგო ლივერპულმა. მე მას მარჯვენა აწითლებულ თვალში მარცხენა ხელი ვთხლიშე.
Lლივერპული ოდესღაც კი იყო ბოქსიორი, მაგრამ მერე თავისმა თავქარიანობამ და ცუდმა გარემოცვამ ნერვები გაუფუჭა. ათ წუთში, ვხედავ, ქვიშაში გორაობს და თეთრ ალამს მიქნევს.
A„ადექი, გამომყევი“ - ვუთხარი მას და ფერდში ვურტყამ.
Lლივერპული ადგა და ჩვეულებრივ უკან მომყვა. თან სახესა და ცხვირიდან სისხლს იწმენდდა.  მე მას პენდერგასტის ქოხისკენ გავუძეხი და მღვდელი გამოვიხმე.
`არა, ერთი ამას შეხედეთ, სერ~,- ვეუბნები მას, - `შეხედეთ ერთი ამ არარაობას, ოდესღაც ამაყ ბრიტანელს. თქვენ ხომ ორი დოლარი გვიბოძეთ და ასე გვითხარით, გვეზეიმა. ვარსკვლავიანი ალამი ჯერაც ფრიალებს. ვაშაAვარსკვლავებს! ვაშა არწივებს!“
 `ღმერთო ჩემო“, - თქვა  პენდერგასტმა და ხელები გაასავსავა. „ვის გაუგონია ცემა-ტყეპა და ჩხუბი ამ დიდებულ დღეს, შობა დღეს, როცა მშვიდობა...~…
`შობა დღეს?! ეშმაკმა Dდალახვროს!“ - შევყვირე - `მე კი ოთხი ივლისი  მეგონა~.
History of the United States (1776–1789) - Wikipedia
`შობას გილოცავთ!~ - წამოიძახა გულწითელა, ლურჯი და თეთრი ზოლებით დამშვენებულმა კაკადუმ.
`ექვს დოლარად მოგცემთ, მას თარიღები და ფერები აერია~. - მითხრა ბიბმა.
  1. ' E pluribus unum'-  პლურიბუს უნუმ (ლათ. E პლურიბუს უნუმ pluribus unum - მრავალთაგან ერთიანი) - აშშ-ის ნაციონალური დევიზი. თავდაპირველად მიუთითებდა ცამეტი დამოუკიდებელი კოლონიის ერთ გაერთიანებულ სახელმწიფოდ ინტეგრაციაზე. დევიზი პირველად 1776 წელს დიდი ბეჭედის კომიტეტმა შეარჩია ამერიკის რევოლუციის დასაწყისში. ამ ვარიანტის დევიზად შემოთავაზება პიერ იუჯინ დუსიმიტიერს მიეწერება. იგი წარწერილია აშშ დიდი ბეჭდის წინა მხარეზე (გერბზე) გამოსახულ ლენტზე, რომელიც არწივს უჭირავს ნისკარტით.
  2. the calle de los Forty-seven Inconsolable Saints - ორმოცდაშვიდი ურჩი წმინდანის სახელობის ქუჩა.
  3. Noblesse oblige ფრანგული ფრაზეოლოგიზმი, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს `კეთილშობილი წარმომავლობა გვაიძულებს~. გადატანითი მნიშვნელობით  - `ღირსება გვაიძულებს~ ან `მდგომარეობა გვაიძულებს~.
  4. ბანკერ ჰილიიგულისხმება ბანკერ ჰილის (ინგლ. Battle of Bunker Hill) ბრძოლა, დიდი ბრძოლა ამერიკულ და ინგლისურ ჯარის ნაწილებს  შორის ბოსტონის შემოგარენში, ბანკერ ჰილისა და ბრიდს-ჰილის გორაკებზე 1775 წლის 17 ივნისს აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის ომში
  5. იგულისხმება აშშ- დიდი ბეჭდის (ინგლ. Great Seal of the United States), რომელსაც აშშ- გერბსაც უწოდებენ, წინა მხარეზე გამოსახული თეთრთავა არწივი, რომლის  თავზე პირველი ცამეტი შტატის აღმნიშვნელი ცამეტი ვარსკვლავია. 


No comments:

Post a Comment