წაიყვან ე ე ე ს თამარ ქალ ი ი ი ი...
- მღერიან საქართველოში თ ა მ ა რ მეფეზე.
რეგენტად და თ ა მ ა რ მეორედ ნაგულვები ეს თ ა მ ა რ ი ც, თ ა მ ა რ იულონის ასულიც წაიყვანეს, ოღონდ მზიურ აფხაზეთში კი არა, მოქუფრულ და პირქუშ სიმბირსკში.
იქაური ჩინოვნიკები თავიანთ მოგონებებში აღწერენ 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, მამულს მოშორებული თ ა მ ა რ ბატონიშვილის სევდა-ნაღველსა და ტანჯვას. ორწელიწადნახევარს გაგრძელებულა მისი ყოფნა უმზეო გადასახლებაში. ევროპის ჟანდარმი ჩასულა ერთხელაც იქ და მაშინ შეუწყალებია ბაგრატოვანთა ბანოვანი.
თ ა მ ა რ ბატონიშვილიც მოსულაო – წერილით ახარებდა სამშობლოში მის დაბრუნებას გიორგი ერისთავი გრიგოლ ორბელიანს. ისინიც იმავ საქმისთვის, იმავ მიწისთვის იყვნენ ვილნოში გადასახლებულნი...
მ. ცერცვაძე. „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“,
„ლიტერატურული საქართველო”, #23 (3993), 16 ოქტომბერი, 2020 წ.
რადიოგადაცემის ლინკი: