Sunday, January 31, 2021

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              თამარს ცოცხალსა ვხედაო

 

მქონდა პატივი ერთ არაჩვეულებრივ ადამიანთანცნობილი ოჯახის აწ განსვენებულ ქალბატონთან მემეგობრახშირად ვსტუმრობდი ხოლმე მას და უამრავი საგულისხმო ამბავი თუ ისტორია მომისმენია მისგანამ მთისა და იმ მთისა.

ერთხელაც სიტყვა ერთი ქართველი მწერლის უდროოდ გარდაცვლილ ქალიშვილზეთამარზე ჩამოვარდასინანულითა და სიყვარულით მოიგონა იგიყოველმხრივ შეამკობოლოს მის გარეგნობასაც შეეხო და მითხრაისეთი ლამაზი იყოთამარ მეფეს ჰგავდაო.

გავოცდიენა ჩამივარდა.

განა ვინმემ იცისროგორი იყო თამარ მეფე?! ულამაზესიოკი ბატონომაგრამ სილამაზეც ხომ მრავალგვარიაცივითბილი...… ყველას თავისი აღქმა აქვს სილამაზისაშემორჩენილი მისი ოთხივე ფრესკა განსხვავებულად წარმოგვიდგენს ჩვენს ლამაზ დედასსაქართველოში თამარის კულტიაყოველ მეორე ქალს თამარი ჰქვიარამდენი ციხისა თუ ხიდის სახელირამდენი ტოპონიმი უკავშირდება მასმაგრამ თუ მისი სილამაზის ასე ცოცხლად წარმოდგენა შეეძლო ჩვენს თანამედროვესამას ვეღარ ვიფიქრებდი.

მაია ცერცვაძე.  ჩანაწერების ციკლიდან: „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, #17  (3987), 4 სექტემბერი, 2020 წ.

 

Wednesday, January 13, 2021

ავტოფარეხი -  „მურაშკოს თეატრი“




        თითქმის მთელი ბავშვობა ჩემს გამზრდელ ბებიასთან, თბილისის ძველ უბანში გავატარე. მას იქ დიდი საკუთარი სახლი ჰქონდა ვაზის ფანჩატურითა და  ხეხილიან-ყვავილნარიანი ეზოთი.

მისგან ასე ერთი კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა ჩვენი ახლო ნათესავი იოსებ კვირიკაშვილი, დედას ბიძად ეკუთვნოდა. არაჩვეულებრივი, თბილი კაცი იყო, ბევრის მნახველი, ომგამოვლილი და გერმანელებთან ტყვედ ნამყოფი, ძველ თბილისთან გამოთხოვების მომსწრე.

ყოველ საღამოს პაპა იოსები, რომელიც  ექსპედიტორად მუშაობდა, სამსახურის მანქანას ჩვენს ეზოში აყენებდა, მერე წასვლამდე ცოტა ხანს ჩამოგვიჯდებოდა და თავის თავგადასავალსა თუ ძველი ქალაქის ამბავ-ხაბარს ხატოვნად, თითო ნოველად გვიყვებოდა ხოლმე. 

რამე საანგებოდ მოწყობილი ავტოფარეხი, დღეს რომ აქვთ მავანთ, ჩვენსა, ცხადია, მას არ ჰქონია. ეს იყო ნაცრისფერი შიფერით გადახურული ფარდული, რომელსაც სამ მხარეს მყარი კედლები ჰქონდა, წინ კი კარის ნაცვლად ბრეზენტის ფარდა ება. ჰოდა, შეაყენებდა ის ამ ფარდულში თავის მანქანას და ღამე მშვიდად ეძინა,  იქ ვერც ქურდი და ვერც ავდარი ვერას დააკლებდა მას.

თავისი ავტოფარეხიდან რომ გამოვიდოდა პაპა იოსები, გადასწევდა ბრეზენტის ფარდას და თან აუცილებლად  დააყოლებდა, დაიკეტა მურაშკოს თეატრიო. 

მისი ეს ფრაზა დიდ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე. ცნობისწადილი მკლავდა - ან ეს მურაშკო ვინ იყო და ან სად  და რა თეატრი ჰქონდა ისეთი, დიდი პატივით რომ ახსენებდნენ. რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვათა თეატრები ვიცოდი, აი, მურაშკოს თეატრისა კი არა ვუწყოდი არა. ვერც ვეკითხებოდი ბავშვური სიმორცხვისა თუ სიამაყის გამო -  რას იტყვის ჩემზე, მურაშკოს თეატრი არა სცოდნიაო. 

გამოხდა ხანი. კვლევითმა საქმიანობამ ძლიერ გამიტაცა და ჩემი ცხოვრების თანამდევი გახდა. ჰოდა, ერთხელაც, წიგნებში ჩვეული კირკიტისას ამ მურაშკოს თეატრსაც არ გადავაწყდი! სად და სწორედ ჩვენი გმირის სეხნიის, იოსებ იმედაშვილის ჩინებულ „ჩემი ცხოვრების წიგნში“. 

სამხედრო პირს, ხელოვნების დიდ მოყვარულს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურაშკოს თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში სცენისმოყვარეთა სახალხო თეატრი დაუარსებია.

„წარმოდგენები იმართებოდა თელავის ქუჩაზე, პეტრე-პავლეს სასაფლაოს ახლო, რკინიგზის ლიანდაგის გადმოღმა შტაბსკაპიტან მურაშკოს მიერ წარმოდგენების გასამართავად საგანგებოდ აგებულ შენობაშიო“- მოგვითხრობს დიდი იოსები.

გავიხარე და რა გავიხარე! სულმოუთქმელად დავეწაფე მურაშკოს და მისი თეატრის ისტორიას და ბავშვობაში განცდილი ცოდნის დანაკლისი მალევე შევივსე. თითქოს დაკარგული ახლობელიც დამიბრუნდა და ბედნიერი წარსული გამიცოცხლდა, დროდადრო მახსენდებოდა პაპა იოსები და მისი თვითირონიული რეპლიკა და სიხარულისა და მონატრების ცრემლი მდიოდა. 

ამ ერთ უბრალო კაცს, არცთუ ნაკითხს, დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მხატვრული სიტყვის ძალა ესმოდა, იმათი გორისა იყო, პოეტური თვალითა და პოეტური გულით რომ დადიან დედამიწაზე.

მაია ცერცვაძე.  ჩანაწერების ციკლიდან: „ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფიქრები“, გაზეთი
 „ლიტერ
ატურული საქართველო”, #23  (3993), 16 ოქტომბერი, 2020 წ.